"ოცნების" მავნებლური პოლიტიკის შედეგად, ამ ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდება" - ქეთი თურაზაშვილი
"ოცნების" მავნებლური პოლიტიკის შედეგად, ამ ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდება" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთი თურაზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახეზეა ორი საქართველო: ერთი, სადაც ადამიანებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის და მეორე, სადაც ადამიანების მცირე ჯგუფი ფუფუნებაში ცხოვრობს.
,,ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკის შედეგად, ამ ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდება. აქ დეზერტირების ბაზარში, სადაც ფასები შედარებით დაბალია და სადაც მეტი მყიდველი უნდა მოდიოდეს, ყოველი მეორე გამყიდველი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მყიდველი ძალიან ცოტაა. ყიდულობენ ხილს და ბოსტნეულს ცალობით.
სახეზეა ორი საქართველო: ერთი, სადაც ადამიანებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის და მეორე, სადაც ადამიანების მცირე ჯგუფი ფუფუნებაში ცხოვრობს.
ძვირდება ყველა სახის პროდუქტი: პური, ხორცი, რძის პროდუქტები, ზეთი, ბოსტნეული, ადამიანები სეზონურ ხილს ვერ სინჯავენ. ძვირდება წამლები, კომუნალური გადასახადები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
მარტოხელა და მრავალშვილიან მშობლებს უჭირთ შვილების სასკოლოდ მომზადება. სტუდენტები ქირის და ცხოვრების ხარჯებს ვერ აუდიან. სოციალური ქსელი გადავსებულია დახმარების თხოვნებით. მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც კაპიკები მოუმატეს და ასევე ვეტერანები, შიმშილობენ. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანები ვინც უფასო სასადილოში დადის… ვურჩევ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მიბრძანდნენ ამ სასადილოებში და დააგემოვნონ 1.70 თეთრად დამზადებული სადილი…
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასების კომისია და ამ კომისიის ,,მიღწევები” იყო ბლეფი, ისევე როგორც ,,10 ლარიანი ხორცი”და ,,გაიაფებული კვერცხი”…
ამ ყველაფრის პარალელურად, შეგახსენებთ, რომ ღარიბი ხალხის მდიდარი ხელისუფლება, ათასობით ლარს იღებს ხელფასის სახით. პრემიერის, მინისტრების, დეპუტატების და მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა 50%, ზოგ შემთხვევაში 100%-ით და მეტით;
პასუხისმგებლიანი და ჭკვიანი ხელისუფლება დაწევდა საწვავზე აქციზის ფასს, შექმნიდა სამუშაო ადგილებს, გაზრდიდა პენსიას 1000 ლარამდე, მოიზიდავდა ინვესტიციებს, მაგრამ ყველაფერი ეს შეუძლებელია ,,ოცნების” პირობებში.
სახელმწიფო კრიზისშია, ეს კრიზისი გამოწვეულია ,,ოცნების” მიერ. შესაბამისად, დღევანდელი ხელისუფლება ვადებულია აიღოს ეს პასუხისმგებლობა, ჩანიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და აარიდოს ქვეყანას და ჩვენ მოქალაქეებს კიდევ უფრო ღრმა კრიზისი და სიდუხჭირე," - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.