რა კითხვები არ დაუსვა გამოძიებამ ირაკლი ღარიბაშვილს?
პროკურატურამ ყოფილი პრემიერი ოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხა. ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამომძიებელს სხვა გახმაურებულ თვითმკვლელობებთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამს.
დღეს "პირველები" დაინტერესდა, ვინ იყო ის პირი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მუქარის წერილი შეუტანა.
პროკურორმა თქვა, რომ ეს საკითხი საგამოძიებო უწყების ინტერესის საგანი არ არის, რადგან მხოლოდ ლაზარე ჯორბანაძის საქმეს სწავლობენ.
საუბარი ასევე არ შეხებია თორნიკე რიჟვაძის საქმესაც, რომლის გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიებას ამ დრომდე საჯაროდ სრული სურათი არ წარმოუდგენია.
სხვა დანაშაულებთან მიმართებაშიც, აქვე შემიძლია დაგიდასტუროთ, მას რაიმე სახის ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსთვის არ მიუწოდებია, - თქვა დღეს საქმის პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილის სკანდალურ წერილში არაერთი გახმაურებული შემთხვევაა ნახსენები. მიუხედავად ამისა, ოთხსაათიანი გამოკითხვა მხოლოდ ლაზარე ჯორბენაძის საქმით შემოიფარგლა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.