აფხაზეთში მცხოვრებ კაცს პუტინისა და რუსეთის შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოახდევინეს
ოკუპირებულ აფხაზეთში გაგრის რაიონის სოფელ ალახაძის მცხოვრები რომან დარსალია დააკავეს და ბოდიში მოახდევინეს „აფხაზი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“.
რადიო თავისუფლების ცნობით, Chatroulette-ის პლატფორმაზე დარსალიას უკრაინელი ბლოგერი ანდრიი პოპიკი ესაუბრა და საუბრის ჩანაწერი YouTube-ზე გამოაქვეყნა.
- უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩანაწერი იუთუბზე ამჟამად მიუწვდომელია.
რამდენიმე დღის წინ საუბრის ნაწყვეტები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მასზე რეაგირება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა.
„კერძოდ, მან გააჟღერა ვერსია, თითქოს [ომის] პერიოდში აფხაზებმა „ქართველების გენოციდი მოაწყვეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აფხაზურ ტელეგრამ-არხებში ასევე წერენ, რომ დარსალიამ უკრაინელ ბლოგერს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„დიახ, სახმელეთო ბაზაა გუდაუთაში. სოხუმშიც სახმელეთო ბაზაა. ოჩამჩირეში კი ახლა საზღვაო ფლოტს მოაწყობენ. შავი ზღვის ფლოტიდან კიდევ რამე დარჩა?.. მხოლოდ წყალქვეშა ნავები“, - თქვა დარსალიამ.
- დარსალია ახლა კონტროლზეა აყვანილი და არ არის გამორიცხული, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.
რაც შეეხება დარსალიას ბოდიშს, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში რომან დარსალია ამბობს, რომ უკრაინელ ბლოგერთან საუბრისას „გაუცნობიერებლად შეურაცხყო აფხაზი ხალხის გრძნობები“, რის გამოც „დიდ ბოდიშს“ იხდის.
„დიდ პატივს ვცემ აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ.
ყველამ ვიცით, რომ ქართველი ხალხის გენოციდი არ ყოფილა, პირიქით, ჩვენი აფხაზი ხალხის გენოციდი იყო. მე მას ეს ვუთხარი, მაგრამ მან დაამონტაჟა, რის გამოც ბოდიშს ვიხდი. გთხოვთ, როდესაც რომელიმე უკრაინელ ბლოგერს ესაუბრებით… უმჯობესია, საერთოდ არ დაელაპარაკოთ, რადგან დაამონტაჟებენ.
უარყოფითად გამოვთქვი აზრი რუსეთის ხელისუფლებისა და რუსი ხალხის მიმართ, რასაც ძალიან ვნანობ და გულწრფელად გიხდით ბოდიშს. მაპატიეთ“, - თქვა დარსალიამ.
"მოძრაობა აფხაზეთისთვის" დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია "პირელებს" ეუბნება, რომ ეს არ არის პრიველი შემთვევა, როდესაც მოქალაქეს ძალით ახდევინებეს ბოდიშს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროება.
"ეს არის რეჟიმის სახე, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანი სიმართლეს ლაპარაკობს" - ამბობს ნოდია.
ის აჩვენებდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების აზრს - 90%-ის, მეტის თუ არა. ეს არ მოსწონთ მას და ამიტომაც აჩუმებენ. ამიტომაც უწევთ მერე ბოდიშის მოხდა საზოგადოების წინაშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვინც ცხოვრობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანი თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს, ამბობს სიმართლეს და ამის შემდეგ ე.წ. უშიშროება, უსაფრთხოების სამსახური იბარებს მას და შემდგომ უწევს მათ იმ სიტყვების უკან წაღება და პირიქით, ბოდიშის მოხდა იმისთვის, რაც მათ ილაპარაკეს. ეს არის რეჟიმის სახე, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანი სიმართლეს ლაპარაკობს".- ამბობს ნუკრი ნოდია.