მიხეილ სააკაშვილს ზარების განხორციელების უფლება არ აღუდგინეს
მიხეილ სააკაშვილს ზარების განხორციელების უფლება არ აღუდგინეს - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გააჟღერა.
მისი თქმით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის იზოლაციას ცდილობს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესზე მის დასწრებას, ადვოკატი ფაქტს საერთაშორისო ზეწოლას უკავშირებს:
დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა. ათასობით სხვა პატიმრობაში მყოფ ადამიანს შეუძლია, რომ დარეკოს, სააკაშვილს არ შეუძლია. ხელუსუფლების ამოცანაა სააკაშვილის იზოლაცია. დღესაც სააკაშვილი აქ რომ მოიყვანეს, ხელისუფლებაზე იყო ძალიან დიდი საერთაშორისო წნეხი და მოუწია სააკაშვილის პროცესზე მოეყვანა, თორემ თითს თითზე არ დააკარებდა სასამართლო, რომ ის მოეყვანათ", - განაცხადა ბასილაიამ.
მისი თქმით, დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში ღალატად ჩაიწერება:
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ ფორმით წარმოდგენა და გასამართლება ეს არის ქართული ისტორიის სირცხვილი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი