ბოჭორიშვილი გერმანიის ახალ ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

04.09.26 23:46
ბოჭორიშვილი გერმანიის ახალ ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩთან, ბარბარა ფოსთან.

"ვისაუბრეთ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე". - წერს ბოჭორიშვილი. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს. 

"მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გაესვა უსაფრთხოების გამოწვევებს და მშვიდობის მნიშვნელობას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს". - წერია განცხადებაში.