მიხეილ სააკაშვილისთვის პრინციპული საკითხია, ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესს დაესწროს - ნიკა გვარამია

29.11.21 19:02
მიხეილ სააკაშვილისთვის პრინციპული საკითხია, ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესს დაესწროს - ნიკა გვარამია

საქალაქო სასამართლოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადმოყვანის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის პრინციპული საკითხია, დაესწროს ორ დეკემბერს ჩანიშნული პროცესს.

აღარ გავაკეთ კომენტარს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე . ჩვენ ვისაუბრეთ მეორე საქმესთან დაკავშირებით. ორ დეკემბერს არის ე. წ პიჯაკების საქმის განხილვა. მისთვის არის უკიდურესად პრინციპული, რომ ამ საქმეს დაესწროს. ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართებით არანაირი შეფერხება არ იქნება. ესაა, რაც მინდოდა მეთქვა, დანარჩენი თვითონ ილაპარაკა.

პროკურატურა დღეს ცდილობდა, არ მისცემოდა საშუალება მიხეილ სააკაშვილს, მიემართა  ქართველი ხალხისთვის. პროკურატურა ასევე ცდილობს, რომ ის ციხეში ჩასვან ბევრი წლით, მაგრამ ეს ასევე არ გამოუვა - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები