სააკაშვილი სასტიკ დანაშაულს ,,შეცდომას" არქმევს, ხალხის წამებას ,,შეცდომა" ვერ დაერქმევა - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი სასტიკ დანაშაულებს ,,შეცდომებს" არქმევს, თუმცა მისივე განმარტებით, ხალხის წამებას ,,შეცდომას" ვერ დაარქმევ.
,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სხვა შესაძლო დანაშაულებზე გამოძიება მიმდინარეობს.
რუსულ ნარატივს იყენებს ,,ნაცმოძრაობა" გაღმა შედავების პრინციპით, რომ რუსეთის პატიმარია თითქოს.
სასტიკ დანაშაულებს არქმევენ შეცდომებს. შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს ხალხის წამებას.
დანაშაულებისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი. ორ საქმეზე მსჯავრდებულია მიხეილ სააკაშვილი და სხვა შესაძლო დანაშაულებზე მიდის კიდევ გამოძიება - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი