ღარიბაშვილი მდარე პოლიტიკური მანიპულაციით ცდილობს მართლმსაჯულებას თავი აარიდოს - "ოცნების" წევრი

05.09.26 15:48
ღარიბაშვილი მდარე პოლიტიკური მანიპულაციით ცდილობს მართლმსაჯულებას თავი აარიდოს - "ოცნების" წევრი

 

 

"ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილმა "ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო" - ირაკლი ფაღავამ დღეს ექს-პრემიერის ციხიდან გავრცელებულ წერილებს "მდარე პოლიტიკური მანიპულაცია" უწოდა და თქვა, რო ღარიბაშვილი სწორედ ასეთი მანიპულაციით ცდილობს ახლა მართლმსაჯულებისთვის თავის არიდებას. 

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი მსგავსი ტიპის პოლიტიკურ მანიპულაციას ახდენს და ცდილობს, რომ პოლიტიკური მანიპულაციით, რაც შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ არის ძალიან მდარე და დაბალი დონის პოლიტიკური მანიპულაცია, ამ პოლიტიკური მანიპულაციით ცდილობს მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. ორმაგად სამწუხაროა ის, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა", - ამბობს  თორნიკე ფაღავა. 

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

მსგავსი სიახლეები