ქადაგიშვილი: მეც შემიძლია ვთქვა, ვიღაცის თვითმკვლელობა მსოფლიოში არის ამის ბრალი, - რა ვქნათ დავიბაროთ და დავკითხოთ?

05.09.26 16:02
ქადაგიშვილი: მეც შემიძლია ვთქვა, ვიღაცის თვითმკვლელობა მსოფლიოში არის ამის ბრალი, - რა ვქნათ დავიბაროთ და დავკითხოთ?

"ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე დაწერილი პოსტების გამო დაწყებულ გამოკითხვების სერიას მიესალმება და მას "პროკურატურის დროულ გადაწყვეტილებას" უწოდებს.

ქადაგიშვილის თქმით, ღარიბაშვილის გავრცელებულ წერილზე, ჯერ თავად ექს-პრემიერი და მერე მისი პოსტის "გამავრცელებლები" უნდა დაკითხულიყვნენ და არა წერილში მოხსენიებული პირები - საუბარია მდინარაძე-კობახიძეზე. 

"მეც შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცის თვითმკვლელობა მსოფლიოში არის ამის ბრალი, და რა ვქნათ ახლა, დავიბაროთ ის ადამიანი ამერიკაში თვითმკვლელობით დასრულებული ადამიანის საქმეზე და დავკითხოთ?"- ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

როგორც კი ღარიბაშვილმა ეს თავისი სტატუსი გამოაქვეყნა, მაშინვე მთელი ნაციონალური მოძრაობა, მათი ფბ-ლიდერები და ზუსტად იგივე ნარატივის გაღმავება-გავრცელება დაიწყეს. ვფიქრობ, რომ დროული იყო პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები დაეწყო. 

ახლა მე რომ ჩემს წერილში ვიღაცა ვახსენო და თუ მე ამისთვის გამოძიებისთვის არანაირი არგუმენტი არ გამაჩნია და რამდენიმე ჩემი ახლობელი ამ ჩემს წერილს გამოხმაუროს ვიღაც იქს პირვნების მიმართ, პირველ რიგში ალბათ, უნდა გამოიკითხოს ის ადამიანები, ვინც რომელიღაცა ადამიანზე რაღაც  სავარაუდო საქმეზე საუბრობენ. მეც შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცის თვითმკვლელობა მსოფლიოში არის ამის ბრალი, და რა ვქნათ ახლა, დავიბაროთ ის ადამიანი ამერიკაში თვითმკვლელობით დასრულებული ადამიანის საქმეზე და დავკითხოთ?", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

მსგავსი სიახლეები