აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას - სახდეპი
ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი ნატო-სკენ მიმავალი გზის დეტალებს. საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები, რაც აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებს ნატო-ს მოკავშირეებთან“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი