2030 წლის გაფართოებაზე საქართველოს მოხვედრა ალბათ, შეუძლებელია - დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი
დუბლინში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა კანდიდატი წევრების პროგრესი განიხილეს, თუმცა ამ პროცესში საქართველო ნახსენები არ ყოფილა - ამის შესახებ "ტვ პირველთან" დიდ ბრიტანეთთში საქართველოს ყოფილი ელჩი საუბრობს. როგორც გიორგი ბადრიძე რუსუდან დუმბაძის "დღის ამბებში" ყვება, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 4 ქვეყანას - მონტენეგროს, ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას.
მისი თქმით, ევროკავშირის აქვს გეგმა, რომ 2030 წლის ბოლოს ახალი წევრები მიიღოს, თუმცა ბადრიძე თითქმის დარწმუნებულია, რომ ამ მდგომარეობით, საქართველო 2030 წლის გაფართოებაზე ვერ მოხვდება.
დუბლინში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს კანიდატი წევრების პროგრესი ევროკავშირის წევრობასთან მიმართებაში და სამწუხაროდ, საქართველო ამ პროცესში ნახსენები არ ყოფილა საერთოდ. იყო საუბარი მონტენეგროზე, ალბანეთზე, მოლდოვაზე, უკრაინაზე... საუბარი იყო მათ მიერ განვლილ გზაზე, პროგრესზე. დღეს იყო სწორედ საუბარი, რომ 4-მა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა. მონტენეგრო სავარაუდოდ მალე გაწევრიანდება. თუ გააგრძელა პროგრესი, სავარაუდოდ, ალბანეთიც მალევე დაეწევა. საბოლოო ჯამში, გეგმა იმისა, რომ 2030 წლის ბოლოს ევროკავშირმა მიიღოს ახალი წევრები, ძალაში რჩება. ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარე კი არის ის, რომ საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები.
ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ 2030 წლის გაფართოებაზე ჩვენი მოხვედრა აწი, ამ დგომარეობით უკვე ძალიან ძნელად წარმოსადგენია, უფრო, დიდი ალბათობით, შეუძლებელია. ეს ხელისუფლება ყოველი დღე მისი ყოფნის ჩვენს შესაძლებლობას, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მოვიპოვოთ ეკონომიკური და უსაფრთოების უფრო მაღალი დონე, უფრო და უფრო შეუძლებელს ხდის", - განაცხადა ბადრიძემ.
"დღის ამბების" წამყვანმა დიპლომატს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩეროს - გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ სტატუსის გაუქმებას არანაირი პრაქტიკული აზრი არ აქვს და მოჰყავს თურქეთის მაგალითი, რომელსაც სტატუსი ტექნიკური თვალსაზრისით აქვს, თუმცა 20 წელია ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეწყვეტილია.
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ფაქტობრივად საქართველოც ასეთ მდგოარეობაშია.
კანდიდატის სტატუსის გაუქმებას არანაირი პრაქტიკული აზრი არ აქვს. მაგალითად, ჩვენზე დიდი ხნით ადრე მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, დაიწყო მოლაპარაკებებიც, მაგრამ მას შემდეგ ეს მოლაპარაკებები შეჩერდა. ტექნიკურად მას ჰქვია კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს 20 წელია. ზუსტად ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, ასეთი რამ მოხდა უკვე საქართველოს შემთხვევაში. მემგონი კარგია, რომ ტექნიკურად არ უქმდება ეს კანდიდატსი სტატუსი, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვახერხებთ და ოდესმე გვეყოლება ეროვნული დემოკრატრიული ხელისუფლება, რომელიც შემდეგ გაანაახლებს საქართველოს სვლას დემოკრატიული მიმართულებით და შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას, მაგრამ რამდენ დროს დავკარგავთ ამ პროცესში და რამდენ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან, ამის თქმა ძნელია. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ 2030 წლის გაფართოებაზე ჩვენი მოხვედრა აწი, ამ დგომარეობით უკვე ძალიან ძნელად წარმოსადგენია, უფრო, დიდი ალბათობით, შეუძლებელია. ეს ხელისუფლება ყოველი დღე მისი ყოფნის ჩვენს შესაძლებლობას, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მოვიპოვოთ ეკონომიკური და უსაფრთოების უფრო მაღალი დონე, უფრო და უფრო შეუძლებელს ხდის", - ამბობს გიორგი ბადრიძე.
შეგახსენებთ, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ "მიმდინარე შემოდგომა EU-ს გაფართოების პროცესისთვის მნიშვნელოვანი იქნება".
კოსის თქმით, მუშაობა როგორც კანდიდატი ქვეყნების, ისე უშუალოდ ბლოკის მომზადებასაც მოიცავს.