სალომე ზურაბიშვილი: "ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს - ჰყავს მხოლოდ კლანები... საქართველო დასაბრუნებელია"
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შაბათის ტრადიციულ მარშს შეუერთდა - როგორც სალომე ზურაბიშვილმა "პირველებთან" განაცხადა, ქვეყანა გასათავისუფლებელი და დასაბრუნებელია, რაც ბრძოლას საჭიროებს.
ზურაბიშვილის თქმით, "ოცნება" შიგნიდან იშლება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილის გუნდში უკვე ერთმანეთს აღარავინ ენდობა.
"ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ კლანები, კორუმპირებული და რუსული ინეტერესების გამტარებელი ადამიანები. ეს ქვეყანა დასაბრუნებელია" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი "პირველებთან".
არაფერს არ ვეტყვი ივანიშვილს. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ყველა მარში იმისთვისაა, რომ ჩვენ დავიბრუნოთ საქართველო. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არ სჭირდება ამ მარშს სათაურები და ლოზუნგები. აუცილებელია, რომ საქართველო იყოს გაერთიანებული და ჩვენ ერთად ყველამ დავიბრუნოთ საქართველო, რომელიც დღეს არის დაპატიმრებული. დღეს რუსული ინტერესები მართავენ საქართველოს, ამიტომ ჩვენ უნდა საბოლოოდ გავათავისუფლოთ და დავიბრუნოთ ეს ქვეყანა.
ამას ვიძახი დიდი ხანია, "ოცნება" თვითონ იშლება, თვითონ ერთმანეთს აღარ ენდობიან, თვითონ ვეღარ მართავენ, ეს ქვეყანა ხომ მართული არ არის. ამ ქვეყანას არც დედა ჰყავს, არც მამა, არც პატრონი, ჰყავს მხოლოდ კლანები, კორუმპირებული ადამიანები და რუსული ინეტერესების გამტარებელი ადამიანები. ეს უკვე აღარ არის სახელმწიფო და ჩვენ უნდა უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა და დავიბრუნოთ დამოუკიდებლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მარში ამ წუთებში საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემარტება. სწორედ კანცელარიასთან დასრულდება დღევანდელი მსვლელობა.