"სუს-ტემა უნდა დაინგრეს!" - 15:00 საათზე სუს-თან საპროტესტო აქცია გაიმართება
"სუს-ტემა უნდა დაინგრეს!" - სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები სუს-თან საპროტესტო აქციას აანონსებენ, რომელიც 15:00 საათზეა დაგეგმილი. საპროტესტო ტალღის მონაწილეები ადგილზე უწყების საქმიანობას გააპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილია", "დროა", "შეცვალე", "მელიები", "გირჩი - მეტი თავისუფლება", და "ლელო - საქართველოსთვის" არიან.
"ქართული ოცნება" ძალაუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯზე ინარჩუნებს. მმართველ პარტიასთან შეზრდილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც 6 წელიწადში 800 მილიონი გადავუხადეთ, ტოტალური მოსმენებითა და თვალთვალით აკონტროლებს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს. 2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ყველაფერი, რაც აქამდე საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი გვეგონა, ხელისუფლებამ რეალურ ცხოვრებაში გაგვიცოცხლა.
ვიკრიბებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ვაპროტესტებთ სუს-ის უკანონო, ამორალურ და ღირსების შემლახველ საქმიანობას. 30 ნოემბერი, 15:00 საათი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (ვაჟა-ფშაველას გამზირი N72) სუს-ტემა უნდა დაინგრეს!", - ნათქვამია "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.