ირაკლი კობახიძემ შესაძლო გადადგომაზე დასმულ კითხვას უპასუხა

07.09.26 11:59
ირაკლი კობახიძემ შესაძლო გადადგომაზე დასმულ კითხვას უპასუხა

"მარტივი ჩორტაობა"- უწოდა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისი შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ შეკითხვას. 

როგორც მან "პირველების" შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მისი გადადგომის შესახებ მედია სამ თვეში ერთხელ სვამს კითხვას. 

სამ თვეში ერთხელ ისმება ხოლმე ეს კითხვა. ველოდები, რომ სამ თვეში კიდევ დასვამთ ამ შეკითხვას"- თქვა კობახიძემ. 

"პირველების" კორესპოდენტის რეპლიკაზე, რომ მის შემცვლელად აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე შეიძლება მოიაზრებოდეს, "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა: ასეთი მარტივი “ჩორტაობა” შედეგს [არ მოიტანს]".

მორიგ შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, რომ უნდა წაიდეს თანამდებობიდან, კობახიძე იმეორებს: "სამ თვეში კიდევ ველოდები, რომ ამ კითხვას დასვამთ".

მსგავსი სიახლეები