კობახიძე ღარიბაშვილის კორუფციაზე მიანიშნებს და ამტკიცებს, რომ სისტემის გათავისუფლებისთვის წელიწადი და 5 თვე დასჭირდა

07.09.26 12:11
კობახიძე ღარიბაშვილის კორუფციაზე მიანიშნებს და ამტკიცებს, რომ სისტემის გათავისუფლებისთვის წელიწადი და 5 თვე დასჭირდა

კობახიძე ღარიბაშვილის კორუფციაზე მიანიშნეს ამბობს, რომ მას სისტემის გათავისუფლებისთვის წელიწადი და 5 თვე დასჭირდა. 

წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა, რომ სისტემა გაგვეთავისუფლებინა პრინციპული პრობლემებისგან - აღნიშნა კობახიძემ. 

არ მინდა, აქ სიღრმეში შევიდე, ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ, მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერმინისტრის თანამდებობა, თქვენ იცით, რომ იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით, წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა გუნდთან ერთად და კიდევ ერთხელ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, იმისათვის, რომ აღმოგვეფხვრა ის პრობლემები, რომლებიც იყო დაკავშირებული მართვის სისტემასთან.

წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა პირადად მეც, მთლიანად გუნდს, რომ დაგროვილი პრობლემები აღმოგვეფხვრა, მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებდი.

ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ პრობლემებზე, ჩვენ დავინახეთ კონკრეტული პრობლემები და წელიწადი და ხუთი თვე, მათ შორის პირადად მე, დამჭირდა იმისთვის, რომ მართვის სისტემაში არსებული პრინციპული პრობლემები აღმოგვეფხვრა, ეს გააკეთა გუნდმა, ამასთან დაკავშირებით იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება, პირდაპირი მინიშნება პარტიის ყრილობაზე, ეს მივიღეთ როგორც მთავარი ხაზი და ეს ხაზი გავატარეთ ბოლომდე და წელიწადსა და ხუთ თვეში მთლიანად მოვახერხეთ სისტემის გაწმენდა იმ პრობლემებისგან, რომლებიც იყო დაგროვილი.

პარლამენტიდან გაქვს სხვა რესურსი და როცა უშუალოდ მართავ სისტემას, გაქვს სხვა რესურსი. იმ პირობებშიც კი, როდესაც მეკავა მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა, იმ პირობებშიც კი, წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა გუნდს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მითითებით ჩვენ მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან.

მე უბრალოდ ხაზს ვუსვამ იმას თუ ვინ იყო მთავარი მინიშნების ავტორი, პარტიის ყრილობაზე გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მან გააკეთა ერთერთი უმთავრესი მინიშნება, რაც უკავშირდებოდა კორუფციას, ერთ თვეში მე დავიკავე პრემიერის თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა მოახერხა სისტემა პრინციპულად გაეთავისუფლებინა, თუმცა, არათუ პარლამენტიდან, მთავრობის მეთაურის პოზიციიდანაც კი, წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ სისტემა მთლიანად გაგვეთავისუფლებინა პრინციპული პრობლემებისგან.

მსგავსი სიახლეები