უგულავა უკანონოდ დააკავეს და გადაიყვანეს მარნეულის იზოლატორში - ადვოკატი

30.11.21 11:29
უგულავა უკანონოდ დააკავეს და გადაიყვანეს  მარნეულის იზოლატორში - ადვოკატი

ოპოზიციიც ლიდერი, გიგი უგულავა, მარნეულის იზოლატორშია გადაყვანილი.  ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის, თქმით,  უგულავას დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა, რადგან მას პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ამის დამამტკიცებელი ვიდეოკადრებიც მოიპოვება. კონდახიშვილი ამბობს, რომ გუშინ, საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეების დაკავება პოლიტიკური დევნის ნაწილი იყო. 

გიგი უგულავა არის აბსოლუტურად უკანონოდ დაკავებული, დაცვის მხარემ მოვიპოვეთ უწყვეტი მასალა, სადაც ჩანს, რომ გიგი არავის შეურაცხყოფას არ აყენებს, გამოხატავს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და პროტესტს. ხალხი განლაგებულია გზის სავალ ნაწილზე, ვინაიდან შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის შესაბამისად, თუკი მომიტინგეების რაოდენობა აჭარბებს იმ რაოდნეობას, რომლის განლაგება ფეხით სავალ ნაწილზე არის შეუძლებელი, სრული უფლება აქვთ, განლაგდნენ გზის სავალ ნაწილზე. ამის გამო პოლიტიკური ლიდერის დაკავება, მისი გადაყვანა ქალაქიდან  შორს მარნეულის იზოლატორში და შემდგომ საუბარი, რომ მასთან მიმართებით უნდა იქნას გამოყენებული ან ადმინისტრაციული პატიმრობა, ან ჯარიმა, არის აბსოლუტური უკანონობა. პოლიციის მიერ ხდება მოქალაქეების მიზანმიმართული დაკავება, რომ მოხდეს დაშინება, რომ სხვა მოქალაქეებმა არ გაბედონ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა", - ამბობს გიორგი კონდახიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა გუშინ, საქალაქო სასამართლოსთან, ადმინისტრაციული წესით  დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები