რა იციან შესაძლო ცვლილებების შესახებ "ქართულ ოცნებაში"

07.09.26 13:29
რა იციან შესაძლო ცვლილებების შესახებ "ქართულ ოცნებაში"

"ქართული ოცნების" წევრები გამორიცხავენ, რომ მმართელ პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმებოდეს. ამის შესახებ მათ "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრეს.

"ოცნების" დეპუტატი არჩილ გორდულაძე ამტკიცებს, რომ სამთავრობო ცვლილებები "ნაცების" სურვილია, თუმცა ეს მხოლოდ მათი ფანტაზიაა. 

მე პროვოკაციულ კითხვებზე პასუხების გაცემას არ ვაპირებ. არსებობს საქართველოში ერთი კარგი გამოთქმა, მელასო, ამ შემთხვევაში ნაცს, რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო და ნაცმოძრაობას ესიზმრება და ელანდება ის არარეალური სამყარო, რომლის შემოსაღებასაც საქართველოს მოსახლეობისთვის ცდილობენ და დაე, დარჩნენ თავიანთ სიზმრებში და თავიანთ მოლანდებებში, - ამბობს არჩილ გორდულაძე.

სამთავრობო ცვლილებებს გამორიცხავს "ოცნების" კიდევ ერთი წევრი ლევან მახაშვილი.  

ერთი ინფორმაცია, რაც მაქვს, არის ის, რომ არაფერი იცვლება, არაფერი განიხილება, არაფერი იგეგმება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის ისევ მორიგი პერდიოულობით გავრცელებული ჭორები, - ამბობს ლევან მახაშვილი. 

"მარტივი ჩორტაობა"- უწოდა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისი შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ შეკითხვას. 

როგორც მან "პირველების" შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მისი გადადგომის შესახებ მედია სამ თვეში ერთხელ სვამს კითხვას. 

მსგავსი სიახლეები