რას ამბობს კალაძე კობახიძის მიერ თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ

07.09.26 13:58
რას ამბობს კალაძე კობახიძის მიერ თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ

ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ დასმულ კითხვას, "ქართული ოცნების" ლიდერი, კახა კალაძე პასუხობს. 

მისი თქმით, ამ თემაზე პოლემიკაში შესვლას არ აპირებს. 

მან კობახიძეს მხარდაჭერა გამოუხადა. 

პოლემიკასა და სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ - „ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერია, რომელიც თავისი პატიოსნებით და პროფესიონალიზმით, შემართებით ღირსეულად უძღვება საქმეს. მინდა წარმატება ვუსურვო. ჩემი მხრიდან თუ რაიმე დამატებითი არის საჭირო გვერდში დგომა, თანადგომა, მზად ვარ ხელი შევუწყო ამ ადამიანს. ის არის უპატიოსნესი, ღირსეული ადამიანი“, - განაცხადა კალაძემ.

"მარტივი ჩორტაობა" უწოდა დღეს ირაკლი კობახიძემ მისი შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ შეკითხვას. 

როგორც მან "პირველების" შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მისი გადადგომის შესახებ მედია სამ თვეში ერთხელ სვამს კითხვას. 

სამ თვეში ერთხელ ისმება ხოლმე ეს კითხვა. ველოდები, რომ სამ თვეში კიდევ დასვამთ ამ შეკითხვას"- თქვა კობახიძემ. 

"პირველების" კორესპოდენტის რეპლიკაზე, რომ მის შემცვლელად აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე შეიძლება მოიაზრებოდეს, "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა: ასეთი მარტივი “ჩორტაობა” შედეგს [არ მოიტანს]".

მორიგ შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილს ხომ არ უთქვამს, რომ უნდა წაიდეს თანამდებობიდან, კობახიძე იმეორებს: "სამ თვეში კიდევ ველოდები, რომ ამ კითხვას დასვამთ".

 

მსგავსი სიახლეები