სპეცრაზმელი აქციის მონაწილეს სახეში ურტყამს - პროვოკაციის ამსახველი კადრები (ვიდეო)

30.11.21 11:04
სპეცრაზმელი აქციის მონაწილეს სახეში ურტყამს - პროვოკაციის ამსახველი  კადრები (ვიდეო)

მოპოვებულია კადრები, სადაც ჩანს, რომ საქალაქო სასამართლოსთან გუშინდელ  აქციაზე პოლიციელები აქციის მონაწილეებს პროვოკაციებს უწყობდნენ,  რომ კონფლიქტი გამწვავებულიყო და საქალაქოს სამართლოსთან მისული მოქალაქეები დაეკავებინათ.

კადრებში ჩანს, როგორ უტყამს სპეცრაზმელი მოქალაქეს სახეში მუშტს, შემდეგ კი პოლიციელი დაზარალებულს აკავებს. 

ცნობისთვის, გუშინდელ აქციაზე შსს-მ  15 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არის გიგი უგულავა, რომლის ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო,მოგვიანებით კი  გაირკვა, რომ უგულავა მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები