ბესელია ამბობს, რომ ღარიბაშვილს აქვს რესურსი მხილების სერიით შეიწიროს კობახიძე
„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი, ეკა ბესელია ამბობს, რომ ღარიბაშვილს აქვს რესურსი მხილებების სერიით კობახიძის პრემიერობა შეიწიროს.
როგორც მან “ანა ახალიას დღის ამბებში“ განაცხადა, „ამ პროცესს აშკარად ხედავს.“
ბესელია სახელმწიფო მართვის კრიზისზეც საუბრობს და ამბობს, რომ შიდა კონფლიქტები უკევ ღია და საჯარო გახდა.
ვხედავ ამ პროცესს, ამაზე ადრეც მისაუბრია. ზუსტად ისე მიდის ყველაფერი, ჯერ მდინარაძე, ახლა კი კობახიძე. კობახიძის ირგვლივ უკვე იმდენირ ამ გროვდება, რომ 3 თვის შემდეგ მკითხეთო, კი უთხრა, თქვენს ჟურნალისტს, მაგრამ ვეჭვობ სამი თვე იყოს საჭირო, შემდეგი კითხვის დასმისთვის. დღეს “იმედმა“ გაავრცელა ჩანაწერი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა და საერთოდ, დავით გარეჯის თემა, სერიოზულადაა შესასწავლი. ამ ჩანწერის ჩვენება საზიანო იყო კობახიძისთვის.
ახლა ჩვენ რასაც თვალს ვადევნებთ, მთლიანობაში, სახელმწიფო მართვის კრიზისია, შიდა კონფლიქტები უკვე გახდა ძალიან ღია, საჯარო და აჩვენებს უმაღლეს დონეზე, ეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების დონეზე ინსტიტუციურ კონფლიქტს, რომელიც პიროვნული კონფლიქტიდან მომდინარეობს. ამის სარჩული არის გავლენების შენარჩუნება, ვის ვისზე მეტი ავტორიტეტი აქვს, თუ ვის მეტი მხარდაჭერი ჰყავს, რაღაც კვლევების გამო ბძროლა. ეს შიდა ბრძოლა, ამ ვითარებაში, როდესაც უმწვავესი პრობლემებია ქვეყანაში, ვუყურებთ ამ პერსონალურ კონფლიქტებს, - განაცხადა ბესელიამ.
“ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისი შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და მას "მარტივი ჩორტაობა"- უწოდა.
როგორც მან განაცხადა, მისი გადადგომის შესახებ მედია სამ თვეში ერთხელ სვამს კითხვას.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.