რას ფიქრობს კობახიძეზე ღარიბაშვილი, სავარაუდოდ დღეს გაირკვევა - ექსპრემიერს ადვოკატი ხვდება

07.09.26 15:07
რას ფიქრობს კობახიძეზე ღარიბაშვილი, სავარაუდოდ დღეს გაირკვევა - ექსპრემიერს ადვოკატი ხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში რუსთავის ციხეში ადვოკატს ხვდება. ჯერჯერობით უცნობია, გამოიტანს თუ არა ინტერესების დამცველი ექსპრემიერის რიგით მეექვსე წერილს.

პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ინტერესების დამცველმა თქვა, რომ წინდაწინ კომენტარს ვერ გააკეთებდა და თუ ღარიბაშვილს რაიმე სათქმელი აქვს, ამას თავადვე იტყვის. 

ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ. შევდივარ ახლა ირაკლისთან და თუ რაიმეს თქმა ენდომება და რაიმეს გამჟღავნება ენდომება საზოგადოებისთვის, თვითონვე აუცილებლად იტყვის, - თქვა ნათია თამაზაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

5 დღიანი დუმილის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს უპასუხა - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედს "შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დაშვებული" უწოდა, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კი "სასაცილო და ტრაგიკული".

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.