სად არის ლაშა ტალახაძე - რა იციან “ოცნებაში“

07.09.26 17:13
სად არის ლაშა ტალახაძე - რა იციან “ოცნებაში“

სად არის “ოცნების“დეპუტატი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. მან დღეს სპორტის კომიტეტის სხდომა გააცდინა, შესაბამისად, აღნიშნული კითხვა უპასუხოდ დარჩა.

ინფორმაციას არ ფლობენ “ოცნებაში“. დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო და სპორტული საქმიანობა ერთმანეთთან შეუთავსებელი არ არის და შესაბამისად, კარგი იქნება თუ ტალახაძე სპორტსაც დაუბრუნდება.

შეუთავსებელი საქმიანობა არ არის ეს ერთმანეთთან - საპარლამენტო და სპორტული საქმიანობა. თუ მას წარმოუდგენია, რომ ამ საქმის კეთებაც შეუძლია, პირიქით, რაც მეტჯერ აწევს ქართულ დროშას, ყველას გაუხარდება, - ამბობს ლევან მახაშვილი.

კითხვაზე პასუხი არ აქვს არც ვიქტორ სანიკიძეს.

„ლაშას ჰკითხეთ და თვითონ გაგცემთ პასუხს,“, - ამბობს ის. 

  • გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს უბრუნდება - სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.
  • ტალახაძე უკვე მეორე თვეა საწვრთნელ პროცესშია ჩართული. მისი მთავარი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვება და კიდევ ერთი ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლაა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში, 27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე გაიმართება.