დაასწრებენ თუ არა სააკაშვილს 2 დეკემბერს ჩანიშნულ პროცესზე - ადვოკატები უარის საფუძველს ვერ ხედავენ

30.11.21 11:06
დაასწრებენ თუ არა სააკაშვილს 2 დეკემბერს ჩანიშნულ პროცესზე - ადვოკატები უარის საფუძველს ვერ ხედავენ

დაასწრებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს მომდევნო სასამართლო პროცესს - ადვოკატები  ხელისუფლების მხრიდან უარის საფუძველს ვერ ხედავენ. უფლებდამცველი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს პროცესზე დასწრების სურვილი აქვს. 

ყველამ კარგად ვიცით, რომ სასამართლო სისტემა  საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სამსახურში დგას, შესაბამისად, რა დავალებასაც მიიღებენ, იმას შეასრულებენ მოსამართლეები. აქედან გამომდინარე, პოზიტიური მოლოდინებზე საუბარი არასერიოზული იქნება ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება 2 დეკემბრის პროცესს, 2 დეკემბერსაც მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, გამოცხადდება. სასამართლო დარბაზები იყო ცარიელი, კაციშვილი არ ჭაჭანებდა, ისეთ შიში აქვს ხელისუფლებას. მიხეილ სააკაშვილის მიმართ პანიკური შიში აქვს და რატომ? იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარეს არის სიმართლე, - ამბობს ბექა ბასილაია. 

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს არის ჩანიშნული. მესამე პრეზიდენტი 6 პიჯაკის და ერთი ქაშმირის პალტოს გამო უნდა გაასამართლონ. 

მსგავსი სიახლეები