ცქიტიშვილი ხსნის, რატომ შეიძლება ივანიშვილს ორი ირაკლის "შეჯახება" აწყობდეს
პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებს ეხმაურება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრების კონფლიქტით შეწუხებული არ ჩანს.
მისივე თქმით, შესაძლოა "ამ შეჯახებით გარკვეული შედეგი გამოიღოს" ივანიშვილმაც, რადგან დაპირისპირებით ორივე მხარე ზარალდება და "შეიძლება ორივეს მოცილება".
დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს რომ მოუნდეს ამის გაჩერება, ყველაფერი დამთავრდებოდა.
მე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ესე მგონია, რომ ივანიშვილი დიდად არ ერევა არც ერთ მხარეს, არც მეორე მხარეს. პრინციპში, ამ შეჯახებით შეიძლება გარკვეული შედეგი გამოიღოს თვითონაც იმიტომ, რომ ამ შეჯახებაში ორივე მხარე ზარალდება და საბოლოოდ, შეიძლება ერთის მოცილებაც, მეორეს მოცილებაც და საბოლოო ჯამში ახალი შემადგენლობის მოყვანა.
არ ვუკავშირებ [მდინარაძის გასვლას პოლიტიკიდან] იმიტომ, რომ მდინარაძის გასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო და ჩანდა, როცა ძალიან აბსტრაქტული სამინისტროს შექმნის, დროებით მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.
საბოლოო ჯამში, ის ვიცით, რომ ნებისმიერი ესეთი კონფლიქტის ერთ დღეში, თუ ერთ წუთში დასრულება შეუძლია ივანიშვილს რომ ქონდეს ამის დისკომფორტი. დისკომფორტს მე ივანიშვილის მხრიდან ვერ ვხედავ... შათირიშვილის ერთ-ერთ წერილში მაინც სიგნალს გაუშვებდა რომ დასრულებულიყო ეს ყველაფერი, ან ისევ ფარული წერილებით.
მე დაშვებას ვაკეთებ, რომ ივანიშვილს რომ მოუნდეს გააჩერებდა ერთ და მეორე მხარესაც და დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, ორივე მხარეს აუნთო წითელი, ან თავისი პასიურობით, ან ნიშნებით, ან ისევ წერილებით. ეს ნიშნავს, რომ ის დიდად არ არის შეწუხებული იმით, რაც ხდება," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.