იგრძნობა გადაღლა და იმედგაცრუება საქართველოთი - ლომჯარია აშშ-ში შეხვედრებს მართავს
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. ლომჯარიამ ვიზიტის ფარგლებში უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა და "ამერიკის ხმასთან" განაცხადა, რომ აშშ-ში საქართველოთი იმედგაცრუება იგრძნობა.
აქ იგრძნობა ცოტა იმედგაცრუება და გადაღლა საქართველოში მიმდინარე პროცესებით და იმით, რომ სამწუხაროდ, ამდენი წელია როგორც პოლიტიკურად, ისე საზოგადოებრივად, ვერ დავლაგდით და ვერ ჩამოვყალიბდით. სამწუხაროდ, მაღალია პოლარიზაცია და მუდმივად კრიზისია ქვეყანაში.
ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი არის ის, რომ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა მედიის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებადამცველებს, დამოუკიდებელ ინსტიტუტებს იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენ საქმის გაკეთებას და ერთობლივად ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით და შეიძლება დემოკრატიის უკუსვლაზეც შეიძლება, ვისუაბროთ", - ამბობს ლომჯარია.
ლომჯარიამ პირველი შეხვედრები სენატორ ბენ კარდინის მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, თომას მელიასთან და ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსენთან გამართა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი