დავით თარხან-მოურავი: ღარიბაშვილი კობახიძის ცრუ ბრალდებების მსხვერპლია

07.09.26 22:38
დავით თარხან-მოურავი: ღარიბაშვილი კობახიძის ცრუ ბრალდებების მსხვერპლია

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძის "ცრუ ბრალდებების მსხვერპლია". 

მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხეში უსამართლოდ ზის. 

ღარიბაშვილი ციხეში ზის უსამართლოდ, ის არის მსხვერპლი იმ ცრუ ბრალდებების, იმ დაბეზღებების და საერთოდ ჩურჩულის, რომელიც ახასიათებს ბატონ კობახიძეს და ეს მარტო ღარიბაშვილი არ არის, გარშემო უამრავი ხალხი. ვინ არის დღეს "ქართულ ოცნებაში" - ის ხალხი ვინც იბრძოდა, ბრძოლით მოვიდა, ვინმე არის? არავინ. ყველა ეს ადამიანი, ყველა მოკავშირე ჩამოშორდა "ქართულ ოცნებას", ეს არის სწორედ იმ ცრუ ბრალდებების შედეგი..." - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. 

დავით თარხან-მოურავი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე თავის თავს სახელმწიფოსთან აიგივებს. 

კობახიძე თავის თავს სახელმწიფოსთან აიგივებს. ახლაც იგივე ლაპარაკია, ახლა დაემატა უბრალოდ ყვითელი პოლიტიკოსები - არაფერზე კითხვა არ უნდა დასვა, არაფერზე კითხვა არ უნდა გაგიჩნდეს, არაფრით არ უნდა დაინტერესდე," - აღნიშნა მან. 

ასევე ნახეთ: