ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს

07.09.26 23:54
ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს. ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია "ცივ ზამთრამდე მოლაპარაკებების დასაწყებად გზა იპოვოს"

ჩვენ ეს სექტემბერი და ოქტომბერი გვაქვს, რათა მოლაპარაკებებისთვის გზა ვიპოვოთ. დიალოგის გარეშე შედეგი ვერ გვექნება. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ცივ ზამთრამდე მოლაპარაკებების დასაწყებად გზა იპოვოს," - განაცხადა ზელენსკიმ. [შიფრი Ipn.ge]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ ნებისმიერი დიპლომატიური პროცესის მიმდინარეობისას სამხედრო ძლიერება უნდა შეინარჩუნოს.

მისივე თქმით,ახლა უკრაინა ბრძოლის ველზე იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ადრე.