"ლელო" მედიის გადასახადებისგან გათავისუფლებას ითხოვს

30.11.21 11:44
"ლელო"  მედიის გადასახადებისგან გათავისუფლებას ითხოვს

"ლელო" მედიის გადასახდებისგან გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნული ინციატივით პარტია მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრემიერმა მედიასაშუალებებს  აზარტული თამაშების რეკლამირება აუკრძალა.

პარტიის წევრის, საბა ბუაძის, განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება მიზნად კრიტიკული მედიის შემოსავლების შემცირებას და მათ გაჩუმებას ემსახურება. 

მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში მედიის გადასახადებისგან გათავისუფლებას სამი წლით. პირველ რიგში, ამის საჭიროება გამოწვეულია იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შეიქმნა და პანდემიიდან, რომელმაც სარეკლამო ბაზარი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ასევე ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება გაამწვავა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელმა ინიციატივამ, რომელიც გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვას და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას. სხვა მოცემულობაში ეს ინიციატივა იქნებოდა სწორი და გამართლებული. "ლელო" აზარტული თამაშების რეგულირებას ჯერ კიდევ გასულ საპარლამანეტო არჩევნებამდე ითხოვდა, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცხადი პოლიტიკური მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ აზარტული თამაშებიდნა სარეკლამო ბაზარზე შესული თანხების სახით დისკომფორტი შეუმნას მედიას და კრიტიკული მედია ამ ფორმით შეავიწროვოს, - განაცხადა ბუაძემ.

"ლელოს" საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დაწყებული აქვს. 

მსგავსი სიახლეები