კორუფციული სქემა მერიაში - აუდიტის სკანდალური დასკვნა

30.11.21 11:51
კორუფციული სქემა მერიაში - აუდიტის სკანდალური დასკვნა

თბილისის მერიამ გუდიაშვილის მოედნის პროექტის ფარგლებში ჩატარებული   კვლევისთვის  დაახლოებით  200 ათასი ლარი  დახარჯა, თუმცა ეს კვლევა  რეაბილიტაციისთვის არავის გამოუყენებია. 

აუდიტის სკანდალური დასკვნა მერიაში კორუფციულ სქემას ამხელს. აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2018 და 2019 წლებს მოიცავს, მოხვდა  გამარტივებული შესყიდვები, ზედმეტად გადახდილი ხელფასები, უსარგებლო კვლევები და წყალში გადაყრილი ფული. დასკვნის მიხედვით, თბილისის განვითარების ფონდი ხელშეკრულებებს კონკურსის გარეშე აფორმებს, ბიუჯეტის ფულს წინასწარ გასცემს, ან კვლევაში 200 ათასს ხარჯავს და გამოყენების ნაცვლად ამ კვლევას თაროზე დებს.

აუდიტის დასკვნაში ორბელიანის მოედნის და გუდიაშვილის პროექტები მოხვდა.  დასკვნის მიხევდით პრექტების ფარგლებში გაცემული ხელფასები გაწეულ სამუშაოს არ შეესაბამება. აუდიტის დასკვნაში ასევე მოხვდა გამარტივებული შესყიდვები, უკონკურსოდ გაფორმებული ხელშეკრულებები.

ანაზღაურება ხდებოდა საბაზრო ღირებულებაზე მაღალი ფასით, ეს არის ეჭვი, რომ ხელფასით თეთრდებოდა თანხა. ასევე პრობლემა არის ე.წ. გამარტივებულ შესყიდვებში, გამარტივებული შესყიდვა არის განხორციელებული ისეთი ტიპის სამუშაოებზე, რომელზეც შესაძლებელი იყო ტენდერის ჩატარება. გაუფორმეს ხელშეკრულება ისეთ კომპანიებს, რომელთაც ფული მიაქვთ "ოცნებაში", - ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე. 

მსგავსი სიახლეები