შალვა პაპუაშვილს ირაკლი ღარიბაშვილის წერილისთვის ამ დრომდე არ უპასუხია

08.09.26 11:36
შალვა პაპუაშვილს ირაკლი ღარიბაშვილის წერილისთვის ამ დრომდე არ უპასუხია

შალვა პაპუაშილი ამ დრომდე დუმს - ირაკლი ღარიბაშილის მიმართვის შემდეგ "ქართული ოცნების ლიდერს" ყოფილი თანამებრძოლისთვის ჯერ-ჯერობით არც სოციალური ქსელით უპასუხია და არც კამერებთან გამოჩენილა.

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის ახალ წერილში პაპუაშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ღარიბაშვილი მიმართავს და ეუბნება, რომ მის წინააღმდეგ  ოცნება "დაუნდობელი პოლიტიკური დევნას" ახორციელებს. 

ღარიბაშვილის ეს პასუხი პაპუაშვილის განცხადებას მოჰყვა.

პარლამენტის ტავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა. 

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ ერთ-ერთ წერილს 2 სექტემბერს გამოეხმაურა და თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ცდილობს, სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს". 

ასევე ნახეთ: