ჩელე ყურუა დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილს მოსაყოლი კიდევ ბევრი აქვს
ჩელე ყურუა დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოსაყოლი კიდევ ბევრი აქვს - პოლიტიკოსის თქმით, ყოფილ პრემიერს ისეთ ინფორმაციებთან მიუწვდებოდა ხელი, რომ ახლა შეუძლია ყველაფერი მოყვეს და გაასაჯაროოს.
"ვნახოთ, რამდენად ეყოფა იმის შნო, ლაზათი და მონდომება, რომ "ქართული ოცნების" და ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდეს" - ამბობს ჩელე ყურუა.
ჯერ რასაც ვხედავთ, არაფერი კონკრეტული იმ ადამიანისგან არ მოგვისმენია, ვინც ორჯერ იყო პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი. მე იმედს ვიტოვებ, რომ დაიწყებს იმგვარი რაღაცების ლაპარაკს, რაზეც ან სიუჟეტი არ არის გაკეთებული, პოსტი არ დაწერილა და ეჭვიც კი არ ჰქონია. მას ამგვარ ინფორმაციასთან წვდომა აქვს და შეუძლია ეს ყველაფერი გაასაჯაროოს. ვნახოთ, რამდენად ეყოფა იმის შნო, ლაზათი და მონდომება, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ წავიდეს, რაც საბოლოო ჯამში ტავის თავშივე გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას", - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.
გუშინ ექს-პრემიერმა რუსთავის ციხიდან კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა - ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ბოლო დღეებში ბევრი "სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება იხილა მის მიმართ". კონკრეტული გვარ-სახელები პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსანს არ დაუსახელებია, თუმცა მათ მოუწოდა, რომ "თავი დაანებონ მის წინააღმდეგ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს!"
ერთადერთი ვისაც ღარიბაშვილმა პერსონალურად მიმართა, შალვა პაპუაშვილია -"შალვა ეს არა სამართლებრივი პროცესი არამედ დაუნდობელი პოლიტიკური დევნაა" - წერს ღარიბაშვილი რუსთავის ციხიდან.
როგორც დაკავებული ყოფილი პრემიერ აღნიშნავს, ის არავის არ ებრძვის, თუმცა ახლა იძულებულია, დაიცვას თავისი თავი და ოჯახი "უსამართლობისა და სისასტიკისგან".
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" - წერს წერილში ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელების მისამართით.