ბესიკ თამლიანს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან
სამოქალაქო აქტივისტ ბესიკ თამლიანს, რომელიც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.
353-ე მუხლი, რომელსაც თამლიანს ედავებიან, პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ბესიკ თამლიანი გუშინ საქალაქო სასამართლოსთან, სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე დააკავეს. 29 ნოემბერს ბესიკ თამლიანი მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე დროშით იდგა და პროტესტს გამოხატავდა, რა დროსაც მისი ძალით ჩამოყვანა სამართალდამცავებმა სცადეს.