შეზღუდვები აზარტულ თამაშებზე - ექსპერტები პრემიერს აკრიტიკებენ
პოპულიზმი და შეტევა თავისუფალ მედიაზე - ექსპერტები პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებენ. სპეციალისტები ირაკლი ღარიბაშვილს იმ ინიციატივას უწუნებენ, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშებზე შეზღუდვები დაწესდა და აიკრძალა მედიაში მათი რეკლამირება.
ეკონომიკის ექსპერტი, გიგა ბედინეიშვილი, დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა კრიტიკული მედიის "მოსახრჩობად" მიიღო.
არ მგონია, რომ ეს სინამდვილეში გულწრფელი განზარხვა იყოს, რომ ვითომ ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან ამაზე, დავეხმაროთ. სინამდვილეში, მე მგონი, აქ მოტივაცია არის ის, რომ რეკლამა და რეკლამაზე ილაპარაკა ბევრი ღარიბაშვილმა, რეკლამა ამ დარგიდან ხშირ შემთხვევაში თავსდება ხოლმე ტელევიზიებში, მათ შორის, ოპოზიციური არხებზე და ეს არ არის პატარა შემოსავალი სარეკლამო ოპოზიციური არხებისთვის. სინამდვილეში აქ განზრახვა არის, მოგუდოს და დაახრჩოს ოპოზიციური არხები და შეუზღუდოს შემოსავალი „ქართულმა ოცნებამ“, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
ეკონომიკის ექსპერტი, სოსო ბერიკაშვილი, თვლის, რომ თამაშის აკრძალვა გამოსავალი არ არის, რადგან ადამიანები ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებენ, რაც არ გამორიცხავს კრიმინალთან კავშირსაც.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა არსებობს, აკრძალვა არ არის გამოსავალი, იმიტომ, რომ აკრძალვა ასეთი ფორმით, ასე მოულოდნელად ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე სექტორთან, ბევრ ახალ პრობლემას წარმოშობს. თამაშის ფორმების აკრძალვა არ ნიშნავს თამაშის გაქრობას. ადამიანები დაიწყებენ ალტერნატიული გზების ძიებას, გაჩნდება ისევ რაღაცა „პირადი“, „ხელზე“ , სანაძლეოები, კრიმინალთან ურთიერთობას გულისხმობს და ა.შ. შეიძლება, ბევრი კომპანია წავიდეს საქართველოდან და სხვა ალტერნატიული ბაზრები ეძებოს და ამ კომპანიების უკან ხალხი დგას, რომელიც დასაქმებულია, ისინი სხვადასხვა რაღაცეებს ასპონსორებენ და რას უშვებით ამ ხალხს? ამაზე არავინ უფიქრია, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.