ფიფია: ფარცხალაძე რუსეთის ცენტრალურ ტელეარხებზე თავად მოყვება რა და როგორ, რატომ გადაწყვიტა

08.09.26 14:15
ფიფია: ფარცხალაძე რუსეთის ცენტრალურ ტელეარხებზე თავად მოყვება რა და როგორ, რატომ გადაწყვიტა

„ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციას და უშუალოდ ვლადიმერ პუტინს ემსახურება, - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში პრორუსი ბიზნესმენი, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი, მამუკა ფიფია საუბრობს. საქმე ეხება ფარცხალაძის მიერ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფის, „გეორგიევსკის“ ჩამოაყალიბას.

მისი თქმით, ფარცხალაძის გადაწყვეტილება „ყველაზე მაღალ დონეზე, სულ ზევით“ იყო მიღებული და უახლოეს დღეებში ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია რუსეთის ცენტრალურ ტელეარხებზე გავრცელდება. 

რომანოვი-ფარცხალაძე არავის არაფერს უმტკიცებს. ოთარი მესახურება რუსეთის ფედერაციას და პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტს. მაგის რპეზიდენტი არის ვლადიმერ პუტინი.

მაგან თავის განცხადებაში ძალიან კარგად ახსნა და მე ვფიქრობ, რომ ამ დღეებში იქნება უფრო მეტი ინფორმაცია ამასთან დაკავშრებით რუსეთის ცენტრალურ ტელეარხებზე და თვითონ მოყვება რა და როგორ, რატომ გადაწყვიტა. 

რაც შეეხება ვინ გადაწყვიტა და რა დონეზე იყო ეს გადაწყვეტილი, მინდა, გითხრათ, რომ ეს იყო ყველაზე მაღალ დონეზე გადაწყვეტილი, სულ ზევით, - ამბობს მამუკა ფიფია. 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა.