[ფარცხალაძის] ბატალიონში რუსეთში მცხოვრები ქართველებიც იქნებიან - მამუკა ფიფია
მამუკა ფიფიას განცხადებით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ რუსეთში შექმნილ მოხალისეთა ქვედანაყოფ „გეორგიევსკში“ რუსეთში მცხოვრები ქართველებიც იბრძოლებენ. მისი თქმით, „გეორგიევსკი“ არა ქართული, არამედ ინტერნაციონალური ბატალიონია, რომლის შემადგენლობაშიც ქართველებთან ერთად სხვა ეროვნების მებრძოლებიც იქნებიან.
მოსკოვს არაფრის დემონსტრირება და ჩვენება არ სჭირდება. უფრო რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სჭირდებათ და მე გეტყვით ერთ რაღაცას, რუსეთი ებრძვის ნატოს ჯარებს, შეიძლება ასე ითქვას, 50 ქვეყანას და რუსეთს, მემგონი, უკვე აქვს გაკეთებული რაღაცის დემონსტრაცია. თანა ეს არ არის ქართული ბატალიონი, ეს არის ინტერნაციონალური ბატალიონი. ქართელებიც არიან, სხვებიც არიან. მალე გაიგებთ ყველაფერს, - ამბობს ფიფია.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა.