ორ ირაკლის შორის დაპირისპირებაზე პრემიერის ყოფილი მრჩეველი ალაპარაკდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური და პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ვლადიმერ ჩაჩიბაია ამბობს, რომ ორ ირაკლის შორის დაპირისპირება გუნდის შიგნით სულ არსებობდა - გენერალ-ლეიტენანტი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ჰყვება და ამბობს, რომ ეს "ოცნებაში" ყველამ იცოდა.
ჩაჩიბაია ამბობს, რომ ახლა წერილებით და განცხადებებით გაჩაღებული დაპირისპირების სერია ორ ირაკლის შორის, შესაძლოა ძველ კონფლიქტს უკავშირდებოდეს ან შიდა პარტიულ დაპირისპირებას სცდებოდეს.
"ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური არ მალავს, რომ მას მოქმედი მაღალჩინოსნების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების მისამართით "აგენტობის" იარლიყის მიწებების პრაქტიკა არ მოსწონს.
დაპირისპირება გუნდის შიგნით ჩემთვის არახალია, რადგან მე როცა პარტიაში ვიყავი ეს გარკვეული დაძაბულობა იქაც იგრძნობოდა ბატონ ირაკლისა და ირაკლის შორის, სხვადასხვა ადამიანებს შორის. რა თქმა უნდა, ეს საჯაროდ არ გამოდიოდა, მაგრამ იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება.
იმას ვერ გეტყვით რომ ვიღაცა ვიღაცას სადღაც დახვდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენია, თუმცა ამას ვერ აგიხსნით ასე. ეს დაძაბულობა არსებობდა პარტიაში. ოცნებაში იყო ეს დაპირისპირება, თუმცა ეს რაც ახლა ხდება, რამდენად არის კავშირში ამ შურისძიებასთან (ღარიბაშვილზე საუბრობს) - არ ვიცი ეს ცდება ლოკალურ შიდა პარტიულ დაპირისპირებას თუ იმაზე მეტი არის დღეს, ამას მომავალი გვეტყვის. როდესაც ციხიდან გამოვა ღარიბაშვილი ალბათ ამაზე უფრო მეტს გავიგებთ", - ამბობს ჩაჩიბაია.
ვლადიმერ ჩაჩიბაია გამოდის ინიციატივით, რომ "ოცნების" ყველა მაღალჩინოსანმა სიცრუის დეტექტორის ტესტი გაიაროს -"ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი მოცულობა წავა და გაირკვევა, ვინ არის აგენტი და ვინ არა".
რაც არ მომწოდა და არ მომწონს დღესაც არის კულურულად თუ ზურგს უკან ვიღაცა ქვეყნის აგენტობას ვიღაცას რომ დააბრალებს. ერთი მეორესთან მიმართებით იყო საუბარები, თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილთან თუ დღევანდელ პრემიერთან დაკავშირებით ვიღაცა ზურგს უკან რაღაცას ლაპარაკობდა.
ეს არ მომწონდა არასდროს და არც ახლა მომწონს, რადგანა რ შეიძლება ასე ხელაღებით ერთმანეთს ჯაშუშები ვეძახოთ. მე ადრეც მქონდა ამაზე საუბარი პარლამენტში, რომ უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც ლუსტრაციას მოახდენს ადამიანებისას როგორ - გაიაროს ყველა თანამდებობის პირმა და დეპუტატმა ტესტი სიცრუის დეტექტორზე და საინტერესოა, რამდენი ადამიანი დარჩება დღეს თანამდებობაზე და რამდენი დარჩება. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის წავა და იქ გაირკვევა, ვინ ამერიკის აგენტია და ვინ რუსეთის. ჩემზეც იყო საუბარი, რომ ემ ამერიკის, დიფ-სთეითის აგენტი ვიყავი და ეს ინფორმაცია ჩემთანაც მოდიოდა. ამიტომ ერტადერთი სწორი გამოსავალი, ყველამ გავიაროთ დეტექტორის ტესტი"- ამბობს ჩაჩიბაია.
ვლადიმერ ჩაჩიბაია გენერალ-ლეიტენანტია. 2016-18 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, ხოლო 2018-20 წლებში თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა. 2020 წელს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა, თუმცა მანდატი 2023 წლის მარტში, „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ დატოვა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — მას 3 წლით პატიმრობა, 2 წლით პირობითი მსჯავრი და მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა. საქმე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებას ეხება. შეთანხმება მას შემდეგ გაფორმდა, რაც ბურჭულაძემ გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.