კაბინეტის შემადგენლობა უცვლელია - კახა კალაძემ თბილისის მთავრობა წარადგინა

30.11.21 13:00
კაბინეტის შემადგენლობა უცვლელია - კახა კალაძემ თბილისის მთავრობა წარადგინა

კახა კალაძე ვიცე მერობის კანდიდატი და მოადგილეები წარადგინა. კაბინეტი უცვლელია, ვიცე მერი ისევ ირაკლი ხმალაძე იქნება, ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია კი მერის მოადგილეობის კანდიდატები არიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კალაძემ ახალი შემადგენლობა საკრებულოს უნდა წარუდგინოს.

როგორც ჩანს, თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ მის კაბინეტს დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებს. კალაძის გუნდის წევრები პირობას დებენ, რომ დედაქალაქის მოსახლეობას მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან.

მსგავსი სიახლეები