"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმის ფიგურანტი ვასილ მხეიძე ციხეს სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დატოვებს

08.09.26 17:28
"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმის ფიგურანტი ვასილ მხეიძე ციხეს სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დატოვებს

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმის ფიგურანტი ვასილ მხეიძე ციხეს, სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დატოვებს - ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახად, დიდი ალბათობით, იმავე დღეს დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავაც. 

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა დღეს მედიას განუცხადა, მთავარ საქმეზე (საუბარია ჯარის ძარცვის საქმეზე) პროკურატურასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მისი თქმით, პირობები დასაზუსტებელია. 

ის რომ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე  ჟურნალისტებთან დაადასტურა პროკურორმა ანი ლეკიაშვილმაც. 

ამ საქმეზე დღევანდელი მდგომარეობითაც მიმდინარეობს აქტიურად მოლაპარაკება, თუმცა კონკრეტული პირობები შეთანხმებული არ არის. მომდევნო საქმეზე სხდომა ჩანიშნულია სააპელაციო სასამართლოში 28 სექტმბერს, ზუსტი პირობა საპროცესო შეთანხმების, არ არის მიღწეული . 

თეორიულად გამორიცხული არაფერია (რომ თუ პირობებზე შეთანხმება მოხდა 28 სექტმებრამდე ჩაინიშნოს სააპელაციოში პროცესი). 

დღეის მდგომარებით, კონკრეტული პირობა უცნობია, თუ რაზე შეიძლება გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება", - ამბობს ადვოკატი ლევან მახარაშვილი.   

ცნობისთვის, პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს, ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა „გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

  • ახალი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს შეეხება. ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.
  • რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები