ბოჭორიშვილი საქართველოში შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

08.09.26 17:24
ბოჭორიშვილი საქართველოში შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა - საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. 

უწყებაში ამბობენ, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები.

პრესსამსახურის განცხადებით, ასევე, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში  თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. მხარეებმა გამოხატეს ურთიერთობების გაღრმავების მზაობა.

შეერთებულმა შტატებმა, თბილისში ახალი დროებითი რწმუნებული დანიშნა - კორტნი ოსტრიანი, უკვე თბილისშია და მუშაობას შეუდგა.

ოსტრიანი გამოცდილი დიპლომატია. 2014-2019 წლებში ის თბილისში, იან კელის ელჩობის დროს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კორტნი ოსტრიანი, წლების განმავლობაში, ეუთოში, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე ის მოსკოვსა და კიევში, აშშ-ს საელჩოში მუშაობდა.

საქართველოში ჩამოსვლამდე კორტნი ოსტრიანი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში იკავებდა თანამდებობას, ასევე იკავებდა ევროკავშირისა და რეგიონული საქმეთა ოფისის დირექტორის პოსტს.

მსგავსი სიახლეები