"ჰქონდათ დიალოგი" - ჯუანშერ ბურჭულაძესთვის საპროცესოს გაფორმება ღარიბაშვილისთვის სავარაუდოდ, მოულოდნელი არ იყო

08.09.26 17:34
"ჰქონდათ დიალოგი" - ჯუანშერ ბურჭულაძესთვის საპროცესოს გაფორმება ღარიბაშვილისთვის სავარაუდოდ, მოულოდნელი არ იყო

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძესთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება ირაკლი ღარიბაშვილისთვის სავარაუდოდ, მოულოდნელი არ იყო - როგორც ბურჭულაძის ადვოკატი, ლევან მახარიშვილი ამბობს, მისი ინფორმაციით, ექს-პრემიერსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს შორის ამ საკითხზე გარკვეული დიალოგი არსებობდა. 

ბატონ ჯუანშერს რომ სდომოდა თანამშრომლობა, მას პირველივე დღესვე შეეძლო ეთანამშრომლა, რაც შეეხება ბატონ ღარიბაშვილს, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის გარკვეული დიალოგი არსებობდა აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა მე შემიძლია პასუხი გაგცეთ იმ ინფორმაციაზე, რასაც ზუსტად ვფლობ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ შორის არსებობდა სხვადასხვა ტიპის დიალოგი და ეს არ უნდა ყოფილიყო რაღაც მოულოდნელობა. ჩემი ინფორმაციით ღარიბაშვილისთვის მოულოდნელობა არ უნდა ყოფილიყო დღევანდელი საპროცესო".- ამბობს ადვოკატი, ლევან მახარაშვილი. 

ცნობისთვის, პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს, ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა „გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

  • ახალი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს შეეხება. ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.
  • რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

თუ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჯარის ძარცვის საქმეზეც სამწლიან საპროცესოს გაუფორმებენ, გამოდის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ციხის კარი 2 წელში გაიღება. თუმცა არსებობს სხვა მექანიზმებიც - მაგალითად, ნახევარი წლის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეუძლია, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას სთხოვოს, რომ მისი საკითხი განიხილონ და შესაძლოა უდოს საფუძველზე გათავისუფლდეს. ასევე არსებობს შეწყალების მექანიზმიც. 

მსგავსი სიახლეები