კობახიძის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესება, გარკვეულწილად, კორუფციასთან ბრძოლის შედეგია
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესება, გარკვეულწილად, კორუფციასთან ბრძოლის შედეგია. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერს კორუფციაზე საუბრისას ექსპრემიერი არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ მისი სათავეში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ამ კუთხით რეალობა უკეთესობისკენ შეიცვალა.
რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა იძლევა თავის შედეგებს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხეთ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება, არის სწორედ ეს, რომ ჩვენ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.