ФСБ ფარცხალაძეს აუცილებლად მოკლავს - გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე ვარაუდობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს ФСБ მოკლავს. როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ფარცხალაძის ფასეულობა მხოლოდ ივანიშვილის კარზე ყოფნა იყო და როგორც იქიდან “ამოვარდა“, მისი ფასი „ნულის“ ტოლია, ყველა თვალსაზრისით.
თარგამაძის თქმით, მას დასჯიან აუცილებლად, დასჯა კი იქ სამსახურიდან გაშვებას არ ნიშნავს, დასჯა ის არის ФСБ-ში, რომ მოკლავენ საბოლოოდ.
მისი ფასი დაეცა, ამ ექსპედიციას СВО-ში, ვუყურებ შემდეგნაირად - მას აუღეს ბილეთი ერთი მიმართულებით, ის იქიდან ჩემი ვარაუდოთ აღარ დაბრუნდება. მე მაშინვე ვთქვი, როცა ჩაეშალა ეს ყველაფერი, რომ აწი ФСБ მას აუცილებლად მოკლავს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეასრულა აღებული, არამედ იმიტომ, რომ სხვებმა ნახონ, როცა ვერ შეასრულებ ვალდებულებას, ФСБ - გან პასუხი იქნება მაქსიმალურად მკაცრი. მას ერთადერთი ვალდებულება ჰქონდა - ჰყოლოდა მუდმივი, სტაბილური ექსკლუზიური არხი ФСБ -ს გლუვისგან რუსეთზე. მას დასჯიან აუცილებლად, დასჯა იქ სამსახურიდან გაშვებას არ ნიშნავს, დასჯა ის არის ФСБ-ში, რომ მოკლავენ საბოლოოდ, ისევე როგორც ძალიან ბევრი ქართველი, ასე წასული, ბოლოს მოკლეს. ბოლო გამოყენება, ჩათვალეს, რომ ესე ხელსაყრელია უფრო და ნაკლებად ხმაურიანი იქნება. ამასაც გააკეთებინებენ ახლა, რომ დახატონ მორიგი მოღალატეობრივი ქართული ბატალიონი “გეორგიევსკი“, და იქვე დაიღუპება საბოლოო ჯამში, თუ ვერ მოკლავენ უკრაინელები, უკნიდან მოკლავენ ესენი, მას მომავალი არ გააჩნია არც იქ და არც არსად, - განაცხადა თარგამაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა.