პატრულის ფორმებში გადაცმული სპეცრაზმელები - აქტივისტის წინააღდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალა შსს-მ შენიღბა

30.11.21 13:01
პატრულის ფორმებში გადაცმული სპეცრაზმელები -  აქტივისტის წინააღდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალა შსს-მ შენიღბა

შს მინისტრმა სპეცრაზმს პატრულის ფორმები გადააცვა.  რამდენიმე ასეული აქტივისტის წინააღდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ შენიღბა. 

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ქუჩაზე ნიღბიანი პოლიცილიები დგანან, რაც აქციაზე არასდროს მომხდარა. კითხვები გააჩინა მათმა ეკიპირებამაც.  პოლიციამ მშვიდობიანი აქტივისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ე.ი. ხარაზიშვილი, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველების ზონდერ ბრიგადები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ შორის აქციაზე პროვოკაციებს, ძალადობრივ ქმედებებს, მოურიდებლად შეუძლიათ, რომ ნებისმიერი ადამიანი დააზიანონ და თუნდაც ეს სპრეი შეასხან. ამასობაში ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს კიდევ, რომ ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი არა , ხელმძღვანელები ვერ აკონტროლებენ-ხოლმე ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ ისინი არ ემორჩოილებიან საპატრულო პოლიციის არც ხელმძღვანელს, არც მოადგილეს და ასრულებენ მხოლოდ და მხოლოდ ხარაზიშვილისა და ბედოიძის დავალებებს, - ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

გუშინ საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი, გამოეხმაურა. აღნიშნული ფაქტები ვოლსკიმ ბავშვურ ძიძგილაობად შეაფასა. 

ხელის კვრა, რომელიც თქვენ ახლა წარმოდგინეთ, ეს არის ბავშვური ძიძგილაობა, დაპირისპირება იმასთან შედარებით, რაც თქვენმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ჩაიდინა, თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბერს. ამ რეალობას თუ გინდა, რომ თვალი გაუსწორო, ასეთუ უსახსრო და ყოვლად უსაფუძვლო არგუმენტი კი არ უნდა მოიყვანო, რომ პოლიციელი ნიღაბშია, თუ არ არის ნიღაბში, არამედ უფრო მეტი საგულისხმო თემა უნდა გქონდეს, - თქვა ვოლსკიმ. 

გუშინ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად  საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე   პოლიციელების უპრეცენდენტო რაოდენობა იყო მობილიზებული.  სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დააკავეს თხუთმეტი ადამიანი, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა. 

მსგავსი სიახლეები