კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამიტს დაესწრება
ირაკლი კობახიძე პარიზში გაემგზავრა, სადაც ემანუელ მაკრონის მიწვევით კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტს დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიება 9-10 სექტემბერს იმართება და მას საფრანგეთი და გერმანია თანათავმჯდომარეობენ.
"სამიტზე, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია, მთავარი განსახილველი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად მართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან, - ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.