ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას - კობახიძე სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლაზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გუშინდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება დიქტატორის გამოსვლას შეადარა.
კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებას ახსოვს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები.
გამოვეხმაურები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლოს სხდომათა დარბაზში, სადაც განიხილება მისი მორიგი სისხლის სამართლის საქმე. გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები "პატრიარქის შემოდგომა".
გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი