ირაკლი კუპრაძე: ჩინურ ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა საქართველოს სუვერენიტეტს ზღუდავს

09.09.26 11:21
ირაკლი კუპრაძე: ჩინურ ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა საქართველოს სუვერენიტეტს ზღუდავს

ჩინეთის საქართველოში უმსხვილეს ინვესტორად ქცევას ოპოზიციაში ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ზრდის საფრთხეს უკავშირებენ. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მცირე ქვეყნისთვის ინვესტიციების დივერსიფიკაცია აუცილებელია, რადგან ჩინურ კაპიტალს შესაძლოა პოლიტიკური ზეწოლა და ვალდებულებები მოჰყვეს. 

ჩინური ინვესტიცია არის კარგი, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, ინვესტიციებში დივერსიფიკაცია. განსაკუთრებით ისეთ ინვესტიციებში, რომელსაც მოჰყვება პოლიტიკური წნეხი და პოლიტიკური ვალდებულება. ჩინური ინვესტიციები მსოფლიოსი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პოლიტიკური ფასის მქონე ინვესტიცია, რომელსაც მოყვება პოლიტიკური ზეწოლა, რომელსაც მოყვება პოლიტიკური მოთხოვნები და რეალური სუვერენიტეტის შეზღუდვა იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა არის დამოკიდებული ან ჩინურ, ან რუსულ, ან მსგავს ეკონომიკებზე. ამიტომ ჩინურ ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არის საქართველოს სუვერენიტეტის შევიწროება ყოველ მხრივ, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

„ქართული ოცნება“ საქართველოს „ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე“ ჰყიდის“ - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

უილსონის თქმით, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო.

 

მსგავსი სიახლეები