"გირჩის" შეხვედრა ივანიშვილთან - რას ამბობენ "ოცნებაში"

09.09.26 14:08
"გირჩის" შეხვედრა ივანიშვილთან - რას ამბობენ "ოცნებაში"

"გირჩსა" და ივანიშვიის შორის გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე "ოცნებაში" პირველ კომენტარს აკეთებენ. შალვა პაპუაშილი ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრის შესახებ არაფერი სმენია და ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მსგავსი შეხვედრები ჩვეულებრივი ამბავია.  

აბა, რა გითხრათ. მე ამ შეხვედრის მონაწილე არ ვარ, ამიტომ ვინც ამ საკითხზე საუბრობს, შეგიძლიათ, მათ ესაუბროთ. მე ბატონი ბიძინა ივანიშვილის დღის განრიგზე, შეხვედრებზე ინფორმაციის მფლობელი არ ვარ.

უჩვეულო რატომ არის? "გირჩის" წევრებთან ჩვენს არაერთხელ გვქონია შეხვედრა, პარლამენტის წევრები იყვნენ და კოლეგები იყვნენ. ის, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იყოს, ამაში ან გასაკვირი ან უჩვეულო რა არის?, - ამბობს პაპუაშვილი.

 

 

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, პაპუაშვილის მსგავსად, არც ნინო წილოსანს აქვს. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვარაუდობს, რომ თემის გააქტიურება ნიკა გვარამიას მიერ „გირჩის“ მისამართით გაჟღერებული ბრალდებების გადაფარვას ემსახურება.

 

არ ვიცი, არ მომისმენია ეს განცხადება. როგორ შეხვდა, სადმე გადაიკვეთნენ, სადღაც ერთ სივრცეში იყვნენ, დაინახეს შორიდან თუ რა ფორმატით, მოკლედ, ეს დეტალები არ ვიცი. ამიტომ აც დეტალებში შესვლას ვაპირებ, იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ჩემთის ცნობილი არ არის. პრინციპში, ზუსტად ვიცი, ეს თემა თქვენი მხრიდან აგორდა და ახლა აქტუალურია, რომ როგორღაც გვარამიას მხრიდან 40 მილიონის თემა, რომელიც "გირჩს" ბრალდება, რაღაცნაირად გადაფაროთ "გირჩის" და "ოცნების" ვითომ კავშირებით, - ამბობს წილოსანი.

 

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, პაპუაშვილის მსგავსად, არც ნინო წილოსანს აქვს. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვარაუდობს, რომ თემის გააქტიურება ნიკა გვარამიას მიერ „გირჩის“ მისამართით გაჟღერებული ბრალდებების გადაფარვას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები