სააკაშვილის მიზანი პოლიტიკური პერფორმანსის მოწყობა იყო - არჩილ თალაკვაძე
ეს იყო პოლიტიკური გამოსვლა და არა სასამართლოზე საკუთარი სიმართლის დამტკიცების მცდელობა - ასე შეაფასა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
მმართველი გუნდის წარმომადგენელის თქმით, სააკაშვილის სასამართლოში მისვლის ამოცანა პოლიტიკური პერფორმანსის მოწყობა იყო.
ვაშენებდი სახელმწიფოს და ამ პროცესში თუ ვინმე გარდაიცვალა, თუ ვინმე აწამეს და ვინმეს უფლებები დაირღვა, ეს იყო გადაცდომა და ამაზე მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდითო. ეს იყო რიტორიკა, რაც გუშინ მოვისმინეთ, ეს იყო პოლიტიკური გამოსვლა და არა სასამართლოზე საკუთარი სიმართლის დამტკიცების მცდელობა და სასამართლოში მისვლაც ერთადერთი გამიზნული იყო იმისთვის, რომ მას პოლიტიკური პერფორმანსი მოეწყო, - განაცხადა თალაკვაძემ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი