მამუკა მდინარაძის გვარს კიდევ ერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი ასახელებს

09.09.26 14:21
მამუკა მდინარაძის გვარს კიდევ ერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი ასახელებს

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი, საქმეში მამუკა მდინარაძის ინტერესს არ გამორიცხავს.

გიორგი გელხაურმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ საქმის გამოძიება და ჩიხლაძის ჯაშუშად შერაცხვა-შეფასება მოხდა მამუკა მდინარაძის დროს, როდესაც ის იყო სუს-ის უფროსის პოზიციაზე.

"შესაძლოა, თავად მდინარაძეს ჰქონდეს რაიმე სახის წინააღმდეგობა და ინტერესი ირაკლი ჩიხლაძის მიმართ და ალბათ, ამას ემსახურებოდა ეს საქმე"- ამბობს იურისტი. 

„ბრალდების მხარემ ვიდეოჩანაწერების გამოკვლევა დაიწყო. ვუსმენდით ამ ჩანაწერს და არც ერთი ეპიზოდი, არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები არც საქართველოზე, არც თბილისზე და არც ერთი სიტყვა არ ემსახურებოდა რაიმე სახით ქართული ინტერესების საწინააღმდეგო მიმართულებას. შესაბამისად, ისევ ჩვენს აზრზე ვართ, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს ირაკლი ჩიხლაძის ბრალეულობას ამ საქმეში.

არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება აღნიშნული [რომ ირაკლი ჩიხლაძე ჯაშუში იყო]. ამას თავად ბრალდებულიც ხვდება, დაცვის მხარეც ხვდება და ჩვენ კიდევ ერთხელ ვითხოვთ, რომ აღნიშნული საქმის გასაჯაროება მოხდეს, მოეხსნას საიდუმლო „გრიფი“ და საზოგადოებამ და ყველა დაინტერესებულმა პირმა დაინახოს, რა მტკიცებულებების საფუძველზე ხდება ირაკლი ჩიხლაძის გასამართლება.

ამ საქმის გამოძიება და ჯაშუშად შერაცხვა-შეფასება მოხდა მამუკა მდინარაძის დროს, როდესაც ის იყო სუს-ის უფროსის პოზიციაზე. შესაძლოა თავად მდინარაძეს ჰქონდეს რაიმე სახის წინააღმდეგობა და ინტერესი ირაკლი ჩიხლაძის მიმართ და ალბათ ამას ემსახურებოდა ეს საქმე.

რა სტანდარტითაც პროკურატურა [ირაკლი ჩიხლაძეს] ჯაშუშობას ედავება, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას არ გააკეთებდა. ასევე მჯერა იმის, რომ ობიექტურ პირობებში სასამართლო როდესაც განიხილავს ამ საქმეს, ერთადერთ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გამამართლებელი განაჩენი იქნება“,- განაცხადა გიორგი გელხაურმა. [ipn.ge]

ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას“. 

მსგავსი სიახლეები