სააკაშვილს დასავლეთის სასამართლოც იგივეს მიუსჯის - ირაკლი ზარქუა
თუ სააკაშვილს განსხვავებული პოზიცია აქვს, რასაც გუშინ ზღაპრებს ყვებოდა, შეუძლია, გაასაჩივროს საერთაშორისო არბიტრაჟზე - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, აცხადებს. მმართველი გუნდის წევრის თქმით, მსგავსი საქმეებზე საფრანგეთის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდა.
გუშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა, მთელმა საქართველომ, მსოფლიო საზოგადოებამ, რომ ამ ადამიანს არ გააჩნია არანაირი სინანულის გრძნობა. მე გირჩევდით და ჩემს თავსაც ვურჩევდი, რომ შევეშვათ ამ ადამიანს, პატიმარია. იმან მიიღო იმ ბრალდებების საპასუხოდ ჩვენს სასამართლოში, სამივე ინსტანციაში გამტყუვნდა. მას თუ განსხვავებული პოზიცია აქვს, რასაც გუშინ ზღაპრებს ყვებოდა, შეუძლია იჩივლოს და გაასაჩივროს საერთაშორისო არბიტრაჟზე. ამას არ აკეთებს, იმიტომ, რომ აპრიორი იცის, რომ დასავლეთის სასამართლოც იგივეს მიუსჯის. საფრანგეთის სასამართლოში რომ ყოფილიყო სააკაშვილის ის დანაშაულებები, ალბათ, მიუსჯიდნენ სამუდამოს, - განაცხადა ზარქუამ.